საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გახსნით მატჩს დღეს გამართავს და უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს ბორჯღალოსნები ქალაქ ტოიოტას სტადიონზე გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.
მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში ქალაქ ნაგოიაში გაიმართა.
შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყო და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.