საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კვირას გერმანიას დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნებმა „აია არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს. ნაკრების მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებენ, მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თამაშის ქუთაისში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. რაგბის კავშირის ინფორმაციით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გუნდები განსხვავებულ პოზიციებში ხვდებიან. „ბორჯღალოსნებმა“ სამივე თამაში მოიგეს, გერმანიას ერთი სატურნირო ქულა აქვს და ბოლო, მე-6 ადგილზეა