04:12
19 მაისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 12 აპრილიდან შეეძლებათ
09-04-2021

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს.
როგორც ინფორმაციაშია არნიშნული, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები იყოს დაცული იმ ქვეყანაში სადაც მუშაობენ.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

AutoPlay
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია კიევშია ჩამოსული - მიხეილ სააკაშვილი
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა სავარაუდოდ, 22 მაისს გაიმართება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ირაკლი ზარქუას განცხადებით, "ქართულ ოცნებას" კახა კალაძეზე უკეთესი ალტერნატივა არ ჰყავს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
კახა კალაძე "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები