საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის იანვარში საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 111 მილიონ 687 ათასი ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 მილიონ ლარზე მეტია. კერძოდ, 2017 წლის იანვარში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 99 მილიონ 573 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ბანკის სტატისტიკით, იანვარში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 26 მილიონ 661 ათასი ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოსტ ტერმინალებით, იმპრინტერით და ინტერნეტით კი 85 მილიონ 27 ათასი ლარის ოპერაციაა შესრულებული. რაც შეეხება 2017 წელს, საქართველოს მოქალაქეებმა შარშან საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით მილიარდ 334 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 38,7%-ით მეტია.