კორეის ხელისუფლებამ ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1 დან 5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეეხება. ცნობისთვის, სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე კორეის რესპუბლიკის ერთჯერადი და მაქსიმუმ, ერთწლიანი ვიზა გაიცემოდა. გამარტივების შემდეგ კი კორეის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა გაცილებით შემცირდება და ვიზის საფუძველზე კორეაში ერთჯერადად ყოფნის ვადა 30-დან 90 დღემდე გაიზრდება.