ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს. გრიბაუსკაიტემ მილოცვის ტექსტი "ტვიტერზე" გამოაქვეყნა. "საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! გილოცავთ!", - წერს დალია გრიბაუსკაიტე "ტვიტერზე" იქვე აქვეყნებს ვიდეომიმართვასაც.