მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ შრომითი მიგრაციის ტენდენციები მიმოიხილა. მარკ ჰულსტის განმარტებით, ბოლო პერიოდში, დასაქმების მიზნით, ქართველების უმრავლესობა იტალიასა და თურქეთს ირჩევს. ორგანიზაციის ინფორმაციით ამ დროისთვის არარეგალური შრომითი მიგრაციის კონტროლზე, რეგულაციასა და სტატისტიკაზე საუბარი შეუძლებელია და მიგრანტები არალეგალური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს არ უზიარებენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, მიგრაციის ზოგადი სურათის ცვლილებას არ ელოდება.