საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით: 16 აპრილი - პარიზი-თბილისი; 18 აპრილი - თელავივი-თბილისი; 21 აპრილი - რომი-თბილისი. დღეს კი საქართველოში ათენში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ რეისებს კომპანია Georgian Airways განახორციელებს.
კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია და 199 ევრო ღირს.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.