"უახლოეს პერიოდში საქართველოს ორი ოფიცერი პირდაპირ იქნება ჩართული ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დანაშაულს ჩადიან საფრანგეთის ტერიტორიაზე",- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგასთან კრისტოფ კასტანერთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციამდე მინისტრებმა პირისპირ სეხვედრა გამართეს. გიორგი გახარიას თქმით, მხარეებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება კი თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემის გადაწყვეტასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე გამახვილდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვედრებს პრემიერთან, პრეზიდენტთან და იუსტიციის მინისტრთანაც გამართავს.