აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა მოქალაქე, რომელსაც თურქეთში სამუშაოდ წასვლის სურვილი აქვს, ვალდებული იქნება წარმოადგინოს ოფიციალური 3-თვიანი ცნობა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან იქნება გაცემული. უკან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ისინი სავალდებულო კარანტინს გაივლიან.