ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ ავსტრიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს.
ვენა-თბილისის სპეცრეისით, საქართველოში ავსტრიაში მყოფი და ასევე ვენაში ტრანზიტულად მყოფი საქართველოს ასამდე მოქალაქე დაბრუნდება.
მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ორსული ქალბატონი.
ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით. მგზავრებს თბილისის აეროპორტში ჩაუტარდათ, შემოწმება რის შემდეგაც, ყველა მგზავრი, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.