საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იმოგზაურებენ, სამშობლოში დაბრუნებისას სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლიან.
პრემიერ მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული მიდგომები გადახედვას ექვემდებარება და ცვალებადია. შესაბამისად, მან მოგზაურობის მსურველებს მოუწოდა, რომ გამგზავრების დაგეგმვისას ეს რეგულაციები გაითვალისწინონ.
ამასთან, ჩიქოვანის ინფორმაციით, მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ავიაკომპანიასთან და ამ ეტაპისთვის დადასტურებულია, რომ "ლუფტანზა" აგვისტოდან კვირაში ორ რეისს განახორციელებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების მსურველთათვის ფრენებს ასევე განახორციელებს ავიაკომპანიები "აირზენა", "მაი ვეი ეარლაინსი" და "ვიზეარი". ბილეთის ღირებულება არ იქნება 200 ევროზე მეტი.