საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 8 პირი დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ გააძევეს. აღნიშნულ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულ პირებს, ზურაბ გერკეულს, ილია მიღრიჯანაშვილს, კობა ვარდანაშვილს, ლაშა გერკეულს, ილია ბაინდურაშვილს, გიორგი ნასყიდაშვილს, ოთარ ელიაურს და სოსო დვალიშვილს ბრალად საზღვრის უკანონოდ კვეთა ედებოდათ, რისთვისაც ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა ჯარიმის სახით და მისი გადახდის შემდეგ, რვავე მათგანი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.