თურქეთში, ტრაბზონის პროვინციაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს. ამის შესახებ "მილიეტი" წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ ოფის მახლობლად კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.მათი საცხოვრებელის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.