"საქართველოს მელიორაციამ" მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობითი ღონისძიებები გატარდა.
მდინარის კალაპოტი ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა, მოეწყო დატბორვის საწინააღმდეგო დამბა, გადასასვლელები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ჩატარებული სამუშაოები სოფელ ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში უხვი ნალექის დროს დაახლოებით 380 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს.პროექტი, რომლის ღირებულებაც 520 000 ლარია.