საქართველოს მელიორაცია შიდა ქართლში სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. გორის მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალურ და წყალგამანაწილებელ არხებს უტარდება. მოეწყობა რკინაბეტონის ფილები და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები. აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 2000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულება.