საქართველოს "მედია პარტნიორობის" პროგრამამ დასკვნითი ღონისძიება გამართა სადაც სამ წლიანი მუშაობის პროცესი შეაჯამა. ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო, რომელმაც საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამების მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.
როგორც დეგნანმა ღონისძიებაზე განაცხადა, მედია პარტნიორობის პროგრამა არის ერთ-ერთი უმთავრესი იმ პროგრამებიდან რომელიც აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის არსებობის მანძილზე კი დაახლოებით 151-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა, სადაც 16 სხვადასხვა არხის წარმომადგენლები იყვნენ.