გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების" სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.
სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს.
შეხვედრის მონაწილეებს განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე.