26 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენების უმეტესობა გაძვირდა. გაერთიანებული აეროპორტების ინფორმაციით, უცვლელი მხოლოდ ამბროლაურის მიმართულებით ფრენა დარჩა, რომელიც 50 ლარი ღირდა.
რაც შეეხება დანარჩენ რეისებს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენები 25 ლარით გაძვირდა და ამიერიდან ერთი გზა 65-ის ნაცვლად 90 ლარი ეღირება; ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ფრენა 10 ლარით გაძვირდა და 40-ის ნაცვლად 50 ლარი იქნება, ხოლო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 35 ლარით გაძვირდა და 90 ლარის ნაცვლად 125 ლარი ეღირება.