საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით მღვდელმთავრები წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში, პარაკლისს გადაიხდიან.