საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქმიანობის 2016 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია საქმიანობის ანგარიში პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტს და საზოგადოებას ყოველწლიურად წარუდგინოს.