ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 481 მილიონ 600 ათასი ლარით ანუ 1.3 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი ნოემბრისთვის 38 მილიარდ 300 მილიონ ლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4 მილიარდ 900 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.7 პროცენტია.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.