საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რომიდან სპეციალური რეისით სამშობლოში 166 ადამიანი დაბრუნდა.
მგზავრებმა აეროპორტშივე სამედიცინო შემოწმება გაიარეს, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 102 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.
დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 5627 - მდე ადამიანია განთავსებული.