თბილისში მიმდინარე IHF-ის ერთა ჩემპიონატზე ხელბურთში, B ჯგუფის მესამე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა იოლად დაამარცხა ირლანდია. პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით 18:7 დამთავრდა. შესვენების შემდეგ კი ტურნირის მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და სწრაფი კონტრშეტევების წყალობით 20 ბურთიანი სხვაობა დააფიქსირეს. ჩვენმა გუნდმა მეტოქე 37-17 დაამარცხა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და B ჯგუფის ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარა. შეგახსენებთ, რომ ირლანდიის ნაკრების გარდა ჯგუფში ჩვენმა ნაკრებმა ნიგერია და მალტა დაამარცხა. გარდა ამ ორი გუნდისა საქართველო ბულგარეთს და აშშ-ს დაუპირისპირდება. 6 გუნდიანი ჯგუფიდან პლეიოფში მხოლოდ ორი საუკეთესო გააღწევს.