„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია "საქნახშირი" უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. ამის შესახებ მათივე განცხადებაშია ნათქვამი."მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიულმა ჯგუფმა 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქნახშირში, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე, ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია საქნახშირში ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს,“ - ნათქვამია განცხადებაში.