საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში ჩაება და პირველი მატჩი გამართა. როლანდ სვანიძის გუნდი ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4:9 დამარცხდა.B დივიზიონის მატჩები მექსიკაში იმართება, საქართველოს ნაკრები კი ჩრდილოეთ კორეის გარდა, მასპინძელ მექსიკას, ახალ ზელანდიას, ისლანდიას და ისრაელს უწევს კონკურენციას. A ჯგუფში გადასასვლელად ჯგუფის მოგებაა საჭირო. მიუხედავად ამისა გუნდის რეალური მიზანი B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, ამისთვის კი ორი გამარჯვება საკმარისი იქნება. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 22 აპრილს მექსიკასთან გამართვს.