საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმძღვანელოების ბეჭდვა მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლისთვის, ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება სახელმძღვანელოებით. ამჟამად სახელმძღვანელოების პირველი ნაწილი უკვე დაბეჭდილია და 1-ელ აგვისტომდე დარიგდება.