საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს წარმატებით აგრძელებს.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიფირების პროცესში საზოგადოების მაღალი ჩართულობის გამო, სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის ვადა 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტებისა და მშობლების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გრიფირების ელექტრონულ პორტალზე ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი 31 მარტის ჩათვლით იქნება საჯაროდ განთავსებული.