საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის წევრი გახდა - ამის შესახებ საართველოს პრემიერ-მინისტრმა ღონიზძიებაზე "ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება" განაცხადა. მამუკა ბახტაძემ ღონისძიებაზე ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მომხდარს ისტორიული მოვლენა უწოდა.
აღნიშნულ ღონისძიებას პრემიერის გარდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, განათლების ექსპერტები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.