"საქართველოს ფოსტის" მომხმარებლები "თიბის ბანკის" პროდუქტებისა და მომსახურების მიღებას უკვე "საქართველოს ფოსტის" სერვისცენტრებშიც შეძლებენ. "საქართველოს ფოსტის" მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გააგზავნონ ან მიიღონ გზავნილები და ამავდროულად ისარგებლონ თიბისი ბანკის მომსახურებით. პირველ ეტაპზე საბანკო სერვისები საქართველოს ფოსტის რამდენიმე სერვის ცენტრში იქნება ხელმისაწვდომი, 2019 წლის განმავლობაში კი სიახლე ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვის ცენტრში დაინერგება.