საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ესტონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ E-Estonia-ს აღმასრულებელ ცენტრს და ინოვაციურ ჰაბს ტალინში, როგორც მისი ფუნქციონირების და მუშაობის პრინციპებს, ისე ზოგადად ესტონეთის პროგრესს ელექტრონული მმართველობის სფეროში.