საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
ტორბიორნ იაგლანდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სხელმწიფო მინისტრს. იაგლანდი უკვე ეწვია საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც უწყების ხელმძღვანელს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძესთან აუდიენციის შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.