საქართველოს ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კარლო ნატალემ ბორჯომის ხეობაში პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კარლო ნატალეს თქმით, ევროკავშირი საქართველოს ექსპერტებითაც დაეხმარება.