20:20
2 დეკემბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოს ერთ წელიწადში იმპორტირებული ხორბალი 47,3%-ით გაუძვირდა
26-11-2021

საქართველოს ერთ წელიწადში იმპორტირებული ხორბალი 47,3%-ით გაუძვირდა. კერძოდ, თუ 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანამ ერთი ტონა ხორბალი საშუალოდ 205 დოლარად იყიდა, წელს ოქტომბერში ტონა პროდუქტის შესყიდვა საქართველოს საშუალოდ 302 დოლარი დაუჯდა.

აღსანიშნავია, რომ ხორბლის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პროდუქტზე ფასების ზრდა გახდა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში ერთი ტონა საექსპორტო ხორბალი რეკორდულ - 340 დოლარამდე გაძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჯამში 10.802 მლნ დოლარის ღირებულების 35 790 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანამ 38 972 ტონა ხორბალი 7.967 მლნ დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება კონკრეტულად იმპორტიორ ქვეყნებს, 2021 წლის ოქტომბერში საქართველომ ხორბალი 6 ქვეყანაში იყიდა, საიდანაც 99% რუსეთზე მოდის, გასულ თვეს ჩრდილოეთიდან 35 520 ტონა ხორბალი შემოვიდა. 2021 წლის ოქტომბერში ხორბლის იმპორტი განხორციელდა ასევე: სომხეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები