საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. ქართველი ფეხბურთელები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, მასთან ერთად შვეიცარიის გარდა დანიის, ირლანდიის და გიბრალტარის ნაკრებებიც ასპარეზობენ. საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" 18:00 საათზე გაიმართება.