უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიაში არიან მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს. მათივე განცხადებით, პარლამენტში უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესი და კანონით უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მკაფიო და მაღალი კრიტერიუმები. განცხადებას ხელს 35 არასამთავრობო ორგანიზაცია და ასოციაცია აწერს.