საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში სთავაზობენ. საქმე ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე (FOREX) საკუთარი სახსრების დაბანდებასა და უცხოური ვალუტით ვაჭრობას სთავაზობენ.