აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 14 ივლისს მომხდარი ინციდენტის თაობაზე. კერძოდ, „ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის დარღვევის, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებზე თავდასხმისა და მათი შეურაცხყოფის თაობაზე“.
ამასთან, როგორც სააგენტო „თურანი“ აღნიშნავს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მხარისგან გამოძიების ჩატარება, შესაბამისი ზომების მიღება და ამის შესახებ ოფიციალური ბაქოს ინფორმირება მოითხოვა.