უკრაინაში საქართველოს ელჩი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, თბილისში კონსულტაციისთვის გამოიწვიეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.
როგორც უწყებაში შესვლამდე ელჩმა აღნიშნა ის არ იზიარებს პოზიციას, რომ საელჩომ შესაბამისად ვერ იმუშავა. ელჩი ამბობს, რომ კონსულტაციებისას საუბარი ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს შეეხება.
რაც შეეხება მის უკრაინაში დაბრუნებას თეიმურაზ შარაშენიძის თქმით მისი დაბრუნების საკითხი და ვადები ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს და ეს მისი კომპეტენცია არ არის.