16:10
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საქართველოს ელჩი, რომელიც სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში 25 მაისს დაიბარეს
22-05-2020

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში 25 მაისს არის დაბარებული.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა და საჭიროა მსჯელობა, თუ როგორ გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.

ელჩმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 2-კვირიანი კარანტინი გაიარა.

AutoPlay
ჩინეთის ერთ-ერთ სკოლაში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 40-მდე მოსწავლე და ორი პედაგოგი დაჭრა
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
ეკონომიკის მინისტრმა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან ონლაინ შეხვედრა გამართა
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
"ნაციონალური მოძრაობა" "ევროპულ საქართველოს" პასუხობს
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
დავით გარეჯში მომლოცველები გარეჯობას აღნიშნავენ
გამოქვეყნდა 58 წუთის წინ
ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დანიშნა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმაზე პრემიერ-მინისტრი კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების წამყვან ექსპერტებთან მუშაობს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები