ირანულ მხარეს მიაჩნდა, რომ ბოლო პერიოდში მოხდა დიდი რაოდენობით ირანის მოქალაქეთა არ შეშვება საქართველოში, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს - ეს რიცხვი არ არის ძალიან მომატებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ირანში საქართველოს ელჩმა განუცხადა.იოსებ ჩახვაშვილის თქმით, არის პრობლემები, მათ შორის ირანის მხრიდან, რაც დაკავშირებულია ირანიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანასთან.მხოლოდ ნოემბრის თვეში დაახლოებით 17 000 ირანელი შემოვიდა საქართველოს საზღვარზე. მათგან მხოლოდ 425 ადამიანი არ იქნა დაშვებული ქვეყანაში. დიპლომატის თქმით, ეს პროცენტულად ძალიან მცირე რიცხვია.