საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს 2.7 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მომსახურების დარგებს მიუძღვის, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული დარგების წვლილი.
ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო, რომელიც წლის განმავლობაში 8.1 პროცენტით გაიზარდა და ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. მშენებლობის ზრდა მაღალი იყო როგორც მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე კერძო სექტორის მშენებლობების შედეგად, რომელთაგან აღსანიშნავია ბრიტიშ პეტროლეუმის ახალი მილსადენის პროექტი.