საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პირველი საჭიდაოდ ვაჟა მარგველაშვილი გავიდა. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა, რომელიც საბოლოო მარგველაშვილმა მოიპოვა და საქართველო დააწინაურა - 1:0.მეორე შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილმა იპონით დათმო - 1:1. მესამე საჭიდაოდ ზებედა რეხვიაშვილი გავიდა, რომელიც ასევე დამარცხდა. მეოთხე ბექა ღვინიაშვილი გამოვიდა და ანგარიში გაათანბრა - 2:2. ბოლო საჭიდაოდ ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გავიდა, მეტოქე იპონზე დააგდო და საქართველოს გამარჯვება მოუტანა ფინალამდე ქართველებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხეს.