15 და 16 დეკემბერს ჩითენის ქალაქ გუანჩჟოუში ძიუდოს წლის შემაჯამებელი მასტერსი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე 8 სპორტსმენით წარსდგება. ერთადერთი გამონაკლის, 81 კილოგრამ წონითი კატეგორიაა, რომელშიც ჩვენს ნაკრებს მონაწილე არ ეყოლება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი იასპარეზებენ.