საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან მიულოცა. ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა.
პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღე რიგით მოქალაქეებთან ერთად ქართველ ჯარისკაცებს მიულოცა. მისი თქმით, დროშა საქართველოს სახელმწიფოს და ერთიანობის სიმბოლოა და მის უკან რწმენა და სიყვარული დგას და თუ საზოგადოება ამ მთავარი ღირებულებების დაბრუნებას ვერ შეძლებს და იქნება დაყოფილი ბანაკებად, ის ამ დროშისა და ქვეყნის ღირსი არ იქნება.