საქართველოს, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, დღეს, ორდღიანი ვიზიტით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს , ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შემკობს გმირთა მემორიალს.