საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა კვლევა - "ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2017" გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევა ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის 29 ქვეყნის დემოკრატიის განვითარების ანალიზს წარმოადგენს. აღნიშნულ კვლევაში საქართველოზეც არის საუბარი. დემოკრატიის მაჩვენებლით 7-ქულიანი სისტემიდან (1 ქულა ნიშნავს ყველაზე დემოკრატიულს, ხოლო 7 ქულა - ყველაზე ნაკლებად დემოკრატიულს) საქართველომ 4.61 ქულა მიიღო. საქართველოს შეფასება, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა. დემოკრატიული განვითარების მდგომარეობის მიხედვით, კვლევაში კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო გარდამავალი მთავრობის კატეგორიაშია.