საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 9 785 000 დოლარის გრანტი გამოიყოფა. პროექტი 12 სამიზნე დაცულ ტერიტორიაზე ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, პროგრამის სამიზნე ტერიტორიებია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის ეროვნული პარკები, კინტრიშის დაცული ტერიტორია, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.პროექტი 5-წლიანია და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, კავკასიის ბუნების ფონდისა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.