საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, წევრი კომპანიების წარმომადგენლების გადამზადებას იწყებს. პროექტის მიზანია, გაიზარდოს ადგილობრივი კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის როლი ბიზნესში. ასოციაციაში ამბობენ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევა ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. ამასთან, კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამავე კომპანიების გრძელვადიან, ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობაში.