საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. საქართველოს დროშის ფერებით სტრასბურგშ და ირლანდიაში ევროპის საბჭოს შენობები განათდა. ასევე ჩვენი ქვეყნის დროშის ფერებში განათდა სლოვაკეთსა და სლოვენიაში საქართვეოს საელჩოები და ესტონეთში METRO PLAZA- ს შენობა. შვედეთში, სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ციფრულ სარეკლამო აბრაზე, 24 საათის განმავლობაში, გავა საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, კულტურის, ისტორიის და საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებული ვიდეო-რგოლები